Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიანიჩის აგენტი იტალიაშია…

იუვენტუსის სატრანსფერო სამიზნის მირალემ პიანიჩის აგენტი ფალი რამადანი მილანშია და უახლოეს საათებში ბიანკონერის წარმომადგენლებს შეხვდება.

ტურინელები ბოსნიელი ფეხბურთელის დაბრუნებას უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობენ, თუმცა მის ტრანსფერში ფულის გადახდას არ აპირებენ და იმედი აქვთ, რომ ბლაუგრანა ბოსნიელ ფეხბურთელს, რომელიც მათ გეგმებში არ შედის, 2-წლიანი იჯარით გაუშვებს.

იუვენტუსი მზად არის მირალემის წლიური გასამრჯელოს – 8.5 მილიონი ევროს ნახევარი გადაიხადოს, დანარჩენის დაფარვა კი ბლაუგრანას მოუწევს.

თუ ბარსელონა იუვენტუსის წინადადებაზე უარს იტყვის, ტურინელები დორტმუნდის ბელგიელი ნახევარმცველის აქსელ ვიტსელის დამატებას შეეცდება.