პიანიჩის გამოსამშვიდებელი წერილი იუვენტუსს

მირალემ პიანიჩმა ტურინის იუვენტუსს ემოციური გამოსამშვიდობებელი წერილი მიუძღვნა.სეზონის ბოლოს ბოსნიელი ფეხბურთელი ბარსელონაში გადავა სათამაშოდ,საპირისპირო მხარეს კი არტურ მელო გაემგზავრება.

„ისუნთქე,მირა,სწორედ ამ სიტყვებს ვიმეორებ ყველა შეხვედრის გადამწყვეტ ნაწილებში,სწორედ ამ სიტყვებს ვიმეორებ ახლაც,რომ მოვახერხო იმის დაწერა,თუ რას ვგრძნობ.

„მე აქ 4 წლის წინ მოვედი და ყველაფრის მოგების შესაძლებლობა მომეცა.შესაძლოა ზოგჯერ არ გამოგვდიოდა,თუმცა როდესაც შენ იუვენტუსის ფეხბურთელი ხარ,ყოველთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯო.

„ეს 4 არაჩვეულებრივი წელი იყო,რომელიც არაჩვეულებრივ პროფესიონალებთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,კარგ მეგობრებთან ერთად გავატარე,რომლებთან ერთადაც ბევრი გამარჯვება თუ დამარცხება გამოვიარე.

„ეს 4 წელი იყო ჩემი,როგორც ადამიანის,როგორც ფეხბურთელის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,როგორც მამის ზრდის წლები.ამ წლებში ედინი(პიანიჩის შვილი ავტ.)ამ არაჩვეულებრივ ქალაქში იზრდებოდა და იუვენტუსის უდიდეს გულშემატკივრად ყალიბდებოდა,მე და ჩემს ოჯახს ტურინთან საუკეთესო მოგონებები გვაკავშირებს.

„არ მგონია,რომ იუვენტუსს სიკეთე ოდესმე გადავუხადო,თუმცა:

„მადლობა ანიელების ოჯახს.

„მადლობა ყველა იმ თანაგუნდელს,რომლებიც ამ არაჩვეულებრივ თავგადასავალს ჩემთან ერთად იზიარებდნენ.


„მადლობა ყველა იმ ადამიანს,რომელიც ამ უდიდეს გუნდში არის დასაქმებული და თითოეული ფეხბურთელის კეთილდღეობისთვის ზრუნავს.


„მადლობა ყველა იმ გულშემატკივარს,რომლებიც თავს განსაკუთრებულად მაგრძნობინებდნენ.


„იუვენტუსის მაისურის მორგების პირველი წამიდან მივხვდი,რომ ამ გუნდის შესაყვარებლად დრო არ გჭირდება.პირველივე წამიდან შავ-თეთრი შენი კანის ნაწილი ხდება და მზად ხარ,ნებისმიერ წამში მისთვის ყველაფერი გაიღო.

„ახლა კი,ისუნთქე,მირე.რადგან რაც ახლა ასე სევდიან ამბად გეჩვენება,ხვალ საოცარი მოგონება გახდება,რომელიც შენს გულში ცხოვრების ბოლომდე დარჩება

„მირალემი. #FinoAllaFine”

Leave a Reply

Your email address will not be published.