Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიანიჩის იუვენტუსში დაბრუნება რეალური ხდება

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსში დაბრუნებულ მაქს ალეგრისა და მირალემ პიანიჩს შორის ყოველდღიური კონტაქტია და მხარეები ბოსნიელი ფეხბურთელის ტურინში დაბრუნებას სერიოზულად განიხილავენ.

ალეგრის იუვენტუსში, პიანიჩმა კარიერის საუკეთესო პერიოდი გაატარა, მაგრამ მისი კარიერა ბარსელონაში არც თუ ისე კარგად დაიწყო და სათამაშო დროის სიმცირის გამო ბოსნიელმა უკმაყოფილება არაერთხელ დააფიქსირა.

წყაროს ინფორმაციით, პიანიჩი მზად არის ბარსელონაში დანიშნული ხელფასი შეიმციროს და ალეგრის გუნდში დაბრუნდეს, თუმცა პრობლემა მისი სატრანსფერო ღირებულებაა. ერთი სეზონის წინ, ბლაუგრანამ პიანიჩის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადა და ნაკლებად წარმოსადგენია, რომ იუვემ მის სანაცვლოს აღნიშნული თანხის 50 პროცენტის გადახდა მაინც მოისურვოს…

გათიშვა