Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიანიჩის უფასოდ დამატების სურვილი მილანმაც გამოთქვა

გუშინ ესპანურმა Marca-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბარსელონა მირალემ პიანიჩს, რომელიც რონალდ კუმანის გეგმებში არ შედის, კონტრაქტის ორმხრივ საფუძველზე გაწყვეტას სთავაზობს და დაინტერესებულ გუნდებს მისი გაფორმება უფასოდ შეეძლებათ.

წყარომ ინტერის და იუვენტუსის ინტერესზე დაწერა, თუმცა Tuttomercato-ს ინფორამციით, თუ პიანიჩის გაფორმება უფასოდ იქნება შესაძლებელი, მილანი ბოსნიელი ფეხბურთელისთვის აუცილებლად იბრძოლებს.

პიანიჩი ბარსელონას იუვენტუსიდან 2020 წლის ზაფხულში 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, საპირისპირო მხარეს კი არტურ მელო გადაბარგდა და ტურინელებს კიდევ 12 მილიონის დამატება მოუწიათ, თუმცა ბოსნიელმა ფეხბურთელმა ბლაუგრანას რიგებში სადებიუტო სეზონი ჩააგდო.

ის კატალონიელთა რიგებში სეზონში ხელფასის სახით 7 მილიონს გამოიმუშავებს და ამ თანხის დასაზოგად ბარსელონა მზად არის, მასთან კონტრაქტი გაწყვიტოს…