Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიანიჩი ინტერის ვარიანტსაც განიხილავს

საიდუმლო არავისთვის აღარ არის, რომ მირალემ პიანიჩს ბარსელონას დატოვება და სერია ა-ში დაბრუნება უნდა, მისი პრიორიტეტი კი მაქს ალეგრის იუვენტუსში ტრანსფერია, თუმცა იტალიური მედიის ცნობით, თუ ბოსნიელი ფეხბურთელი ბიანკონერის რიგებში ვერ დაბრუნდება, ის ინტერის ვარიანტსაც განიხილავს.

ესპანური გამოცემა Diario AS-ს ინფორმაციით, კრისტიან ერიქსენის სიტუაციის გამო, რომელიც სავარაუდოდ სერია ა-ში თამაშს ვეღარ მოახერხებს, ნერაძური და კონკრეტულად სიმონე ინძაგი ინტერში პიანიჩის ხილვის წინააღმდეგი არ არის.

მთავარი დაბრკოლება მირალემის ხელფასია, რომელიც ბარსელონაში სეზონში 8.5 მილიონს იღებს და ინტერში ტრანსფერისთვის მას ამ თანხის საგრძნობლად შემცირება მოუწევს.