Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიანიჩი:“ იტალია მენატრება“

მირალემ პიანიჩმა იუვენტუსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„რატომ ვატარებ მოედანზე ასე ცოტა დროს ? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. მე მსურს, რომ უფრო მეტი ვითამაშო და ვიცი, რომ გუნდისთვის დახმარების გაწევა შემიძლია.

„როდესაც მწვრთნელმა თამაშის საშუალება მომცა, მე კარგად ვითამაშე და არ მესმის, თუ რა უნდა გავაკეთო მეტი.

„მე კმაყოფილი არ ვარ და სხვანაირად ვერც იქნებოდა. ჩემი კარიერის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე ჯდომას არასოდეს ვეგუებოდი და ამას არც ახლა ვაპირებ. ვნახოთ რა მოხდება, მე მზად ვარ, ბევრს ვარჯიშობ და იმედი მაქვს, რომ შანსი მომეცემა.“

პიანიჩმა სერია ა-ში რომას და იუვენტუსის შემადგენლობაში 9 სეზონი გაატარა.

„ორივე გუნდში შესანიშნავი პერიოდი მქონდა და კარგი სეზონებიც ჩავატარე. სიმართლე რომ გითხრათ, იტალია ძალიან მენატრება, თუმცა ახლა მსოფლიოს უდიდეს გუნდში ახალი გამოწვევა მაქვს.

„იუვე ? ეს გუნდი ჩემს გულშია და მე მათ თვალყურს ყოველთვის ვადევნებ. კენჭისყრის შემდეგ კმაყოფილი ვიყავი, რადგან ტურინში ჩასვლის შანსი მომეცა. იუვეს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, თუმცა ხვალ გამარჯვება გვინდა.“