Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიანიჩი იუვეს 2-წლიანი იჯარით შეუერთდება ?

მირალემ პიანიჩის იუვენტუსში შესაძლო დაბრუნების შესახებ ცნობები არ წყდება და ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები იუვენტუსსა და ბარსელონას შორის წარმატებულად მიმდინარეობს.

კატალონიური გამოცემის მტკიცებით, იუვენტუსი ბოსნიელი ფეხბურთელის ყიდვას არ აპირებს და მის იჯარაზე მუშაობს, რისი წინააღმდეგიც არც თავად ბლაუგრანა გახლავთ. პიანიჩი კუმანის გეგმებში არ შედის და ბარსელონა მზად არის მირალემი 2-წლიანი იჯარით გაუშვას, მაგრამ მისი სრული ხელფასის – 6.5 მილიონი ევროს გადახდა იუვენტუსს მოუწევს.