Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიანიჩი კარიერას ბეშიქთაშში გააგრძელებს…

ბარსელონას ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი, რომელსაც იუვენტუსს აქტიურად უკავშირებდნენ, კარიერას თურქულ ბეშიქთაშში გააგრძელებს.

იუვენტუსში მაქს ალეგრის მისვლის შემდეგ, ბიანკონერი ბოსნიელი ფეხბურთელის დაბრუნებას სერიოზულად განიხილავდა, თუმცა მისი მაღალი ხელფასის და ასაკის გამო უარი თქვა, მირალემი კი ბარსას გეგმებში არ შედის და საბოლოოდ მირალემი თურქეთის სუპერ ლიგაში აღმოჩნდა.

მირალემი ბეშიქთაშს იჯარის წესით შეუერთდება და მის ხელფასს გუნდები თანაბრად გადაიხდიან.