Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიანიჩი:“ მე იუვენტუსში უბედნიერესი ვიყავი…“

მირალემ პიანიჩმა, რომელიც ბარსელონადან იჯარის წესით ბეშიქთაშში გადაბარგდა, საინტერესო კომენტარი გააკეთა.

„მე იუვენტუსში ძალიან ბედნიერი ვიყავი, ეს გამორჩეული გუნდია. ბარსელონა ჩემს გაფორმებას 2 სეზონი ცდილობდა და საბოლოოდ მე მათ რიგებს შევუერთდი. ამის გამო ბედნიერი ვიყავი, რადგან ბლაუგრანას რიგებში თამაშზე ყველა ფეხბუთელი ოცნებობს.

„სამწუხაროდ კუმანი ჩემს შესაძლებლობებს არ აფასებდა, ის მე საერთოდ არ მესაუბრებოდა. მე შემიძლია გავიგო, როდესაც მწვრთნელი სათადარიგოთა სკამზე გტოვებს, მაგრამ არა ისე, რომ საერთოდ არაფერს არ გიხსნის და ისე გექცევა, თითქოს 15 წლის მოზარდი იყო. მე ბეშიქთაშში გადმოვედი იმიტომ, რომ ფეხბურთის თამაში მინდა და ამის გამო ხელფასის შემცირებას დავთანხმდი.

„იუვენტუსში დაბრუნება ? დიახ, ამის შესაძლებლობა მართლაც იყო, მაგრამ გუნდებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.“