Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიანიჩი:“ სარის იუვეს ფეხბურთელების არ სჯეროდა“

მირალემ პიანიჩმა ჩემპიონთა ლიგაზე იუვენტუსთან მატჩის წინ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„დღემდე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან სარის იუვენტუსის ფეხბურთელების არ სჯეროდა, რაც ძალიან დიდი უპატივცემულობა იყო. იუვენტუსის თითოეული ფეხბურთელი მოედანზე ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებდა.

„შესაძლოა რომელიმე ფეხბურთელს ვერ შეეწყო, თუმცა მათი პროფესიონალიზმის ეჭვქვეშ დაყენება იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის საჭირო ქიმია არ გაჩნდა, რაზეც პრეზიდენტმა ანიელიმ უკვე ისაუბრა.

„სარის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა წარმოუდგენელია, თუმცა ეს პრობლემა გუნდში არსებობდა. საბენდიეროდ, სკუდეტოს მოპოვება მაინც მოვახერხეთ, რაც გარანტირებული არავისთვის არ არის.

„კენჭისყრა ? ვვოცნებობდი, რომ ჩვენს ჯგუფში იუვე მოხვედრილიყო. ძალიან მიხარია იმ გუნდთან შეხვედრა, რომელიც ჩემს გულშია. ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად პრეზიდენტმაც კი მომწერა:“ კეთილი იყოს სახლში დაბრუნება“

„იმ ხალხთან შეხვედრა, რომელთანაც ვმეგობრობ და დიდი ხანი ვმუშაობდი, ძალიან კარგი გრძნობა იქნება. ჩემს თავს ვუთხარი, რომ იუვესთან შეხვედრა ამ სტადიაზე უკეთესი იქნებოდა, ვიდრე ფინალში.

„იუვენტუსის მადლიერი ცხოვრების ბოლომდე დავრჩები. ბარსაში გადასვლა უფრო ადრეც შემეძლო, თუმცა არ ვფიქრობდი, რომ სწორი მომენტი იყო. იუვენტუსი მუდამ ჩემს გულში იქნება და არანაირი სინანული არ გამაჩნია.

„ერთადერთი გუნდი, რომელიც იუვეს დატოვებას მაიძულებდა, სწორედ ბარსელონა იყო და ტურინში გატარებული 4 წლის შემდეგ, ცვლილებების დრო დადგა.

„რონალდუ და მესი ? ორივე მათგანი წარმოუდგენელი ფეხბურთელები არიან. მათ ბოლომდე მხოლოდ მას შემდეგ დავაფასებთ, როდესაც ისინი კარიერას დაასრულებენ.“