Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიანიჩი:“ ჩემს შვილიშვილებს რონალდუსა და მესის შესახებ ვუამბობ“

მირალემ პიანიჩმა იუვესთან მატჩის წინ ტურინში პრესკონფერენცია გამართა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ დაბრუნება მომიწია. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური მომენტია.

„ტურინში 4 სეზონი გავატარე და ამ გუნდთან და ქალაქთან ბევრი პოზიტიური მომენტი მაკავშირებს. მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი და იმ ხალხს შევხვდი, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი და ვმეგობრობდი, თუმცა ახლა ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობ.

„ვიქნები თუ არა სასტარტოში ? მე თამაში ყოველთვის მსურს და ეს ნორმალურია,  თუმცა ჯერ კიდევ ადაპტაციის პერიოდს გავდივარ. კორონა ვირუსის გამო გუნდს გვიან შევუერთდი. მზად ვარ, რომ მწვრთნელის მითითებები ზედმიწევნით შევასრულო და ვფიქრობ, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შემიძლია.

„ერთადერთი, რაც მინდა არის ის, რომ ბარსელონამ ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის მატჩებში კარგად ითამაშოს. ესპანეთის ჩემპიონატში ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გვსურდა, თუმცა სეზონი ახლა დაიწყო და ჯერ ყველაფერი წინ არის.

„პირლო ? ის ახალბედა მწვრთნელია და ადაპტაცია სჭირდება. გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი კარგად უნდა გაიცნონ. ანდრეა აქ ყველას იცნობს და ამ მხრივ მას პრობლემები არ ექნება. იუვეს მენტალიტეტს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ რა პრობლემებშიც არ უნდა იყოს გუნდი, ხვალ ურთულესი შეხვედრა გველოდება. ბარსაც და იუვეც ჯგუფის პირველ ადგილს უმიზნებს და ხვალინდელი შეხვედრა ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება.

„პირლოს გუნდში დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი, თუმცა ჩემი არჩევანით და ბარსელონაში ყოფნით ბედნიერი ვარ.

„ძალიან გამიმართლა, რომ კარიერაში ჯერ რონალდუს, ახლა კი მესის გვერდით მიწევს თამაში. ორივე მათგანი აბსოლუტური ფენომენები არიან. მე ჩემს შვილიშვილებს მოვუყვები, რომ ფეხბურთის ისტორიაში ორ საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად თამაშის საშუალება მქონდა.“