პიანიჩმა და არტურმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს

პიანიჩმა და არტურმა სამედიცინო შემოწმება ტურინში,იუვენტუსის J Medical-ში გაიარეს.პანდემიის გამო ქვეყნებს შორის გართულებული გადაადგილების მიზეზით,ორივე ფეხბურთელმა იტალიაში ჩაიტარა ტესტები.

არტური ბარსელონაში დაბრუნდება და სეზონს იქ დაამთავრებს,მომავალ სეზონში კი ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელი გახდება.ტურინელებს ბრაზილიელი საერთო ჯამში 70 მილიონი დაუჯდებათ,რასაც ტრანსფერში მირალემ პიანიჩის ჩართვით და 10 მილიონი ევროს დამატებით დაფარავენ.

Leave a Reply

Your email address will not be published.