Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიანიჩმა ჩელსის და პსჟ-ს უარი უთხრა

ბოლო კვირეებში ცნობილი გახდა,რომ იუვენტუსს ბოსნიელი ნახევარმცველის გაყიდვა და მის სანაცვლოდ ფინანსების მიღება სურდა.

ტურინში ნაჩვენები კარგი თამაშის შემდეგ,მისი გაფორმების სურვილი რამდენიმე გუნდმა გამოთქვა,მათ შორის ჩელსიმ და პსჟ-მ.

თუმცა,Marca-ს ცნობით,30 წლის ფეხბურთელს მხოლოდ კატალონიის ბარსელონაში სურს გადასვლა და სხვა ყველა წინადადებას უარყოფს.

ბარსელონას არტური,რომელსაც იუვენტუსი პიანიჩის სანაცვლოდ ითხოვდა,ესპნეთის დატოვებაზე უარს ამბობს,ამიტომ მხარეებმა სხვა გამოსავალი უნდა იპოვონ.

იუვენტუსი პიანიჩს 50 მილიონ ევროდ აფასებს,რისი გადახდაც ბარსელონას არ სურს.