Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიატეკი:“ მილანის დატოვება იბრას გამო მომიწია“

მილანის ყოფილმა ფორვარდმა კშიშტოფ პიატეკმა, რომელმაც როსონერის რიგები 2020 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვა, გუნდიდან წასვლის მთავარი მიზეზი დაასახელა.

„ჩემი მილანიდან წასვლის მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ გუნდში იბრა მოვიდა, მე კი მაქსიმალურად ბევრი სათამაშო დრო მსურდა, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის კარგად ვყოფილიყავი მომზადებული.

„მე არ მსურდა 5-6 მატჩი ზედიზედ სათადარიგოთა სკამზე ვყოფილიყავი. როდესაც იბრა მატჩს ძირითადში იწყებს, ის ფაქტობრივად ყოველთვის 90 წუთი თამაშობს. მისი გუნდში გამოჩენის შემდეგ სწორედ ეს მოხდა, მე შანსი მხოლოდ თასზე მომეცა, სადაც გოლი გავიტანე და საგოლე გადაცემა გავაკეთე, თუმცა სერია ა-ში შანსი მაინც არ მომეცა და გადაწყვეტილება მივიღე, რომ გუნდის დატოვება მსურდა.“

გათიშვა