Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიატეკი სერია ა-ში ბრუნდება

პოლონელი ფორვარდი კშიშტოფ პიატეკი სერია ა-ში ბრუნდება, თუმცა ის არა ჯენოას რიგებში, როგორც აქამდე აანონსდებოდა, არამედ ფიორენტინაში ითამაშებს.

პიატეკი უკვე ფლორენციაშია, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და იების რიგებს ჰერტადან 6-თვიანი იჯარით შეუერთდება, შემდეგში მისი 15 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით.