Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიაცას ტორინოში ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია

რამდენიმე იტალიური წყაროს ინფორამციით, იუვენტუსის შემტევი მარკო პიაცა კარიერას ტორინოში, იჯარის წესით გააგრძელებს.

ნიკოლო შირას ცნობით, 26 წლის ხორვატი ვინგერი, რომელსაც იუვესთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ტოროს იჯარის წესით შეუერთდება და გრანატას ფეხბურთელის გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნებათ, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული თანხები არ სახელდება.

პიაცა იუვენტუსს 2016 წელს დინამო ზაგრებიდან, 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა გაუთავებელი ტრავმების გამო ბიანკოენრის რიგებში თავის დამკვირდება ვერ მოახერხა და მას შემდეგ არაერთ გუნდში იჯარის წესით ითამაშა.