Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიაცა ტორინოსთან კონტრაქტს ხვალ გააფორმებს

რამდენიმე იტალიური წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი და ტორინო მარკო პიაცას ტრანსფერზე საბოლოოდ შეთანხმდნენ და ოფიციალური განცხადება სავარაუდოდ ხვალ გაკეთდება.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, პიაცა ტორინოს 1-წლიანი იჯარის წესით შეუერთდება, შემდგომში მისი გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა გარკვეული რაოდენობის მატჩების ჩატარების შემთხვევაში ტოროს მისი გამოსყიდვის ვალდებულება დაეკისრება.

26 წლის ხორვატი ფეხბურთელი იუვენტუსს ზაგრებიდან 2016 წელს, 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა გაუთავებელი ტრავმების გამო მან თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა და იჯარის წესით რამდენიმე გუნდის რიგებში ითამაშა.