Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიაცა:“ ჯენოას მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია“

მარკო პიაცას აზრით, რომელიც ჯენოას იუვენტუსიდან იჯარის წესით შეუერთდა და კროტონეს წინააღმდეგ გამართულ მატჩში გოლის გატანაც მოახერხა, გენუურ კლუბს ევროპული საგზურებისთვის ბრძოლა შეუძლია.

„ჩვენ ძალიან კარგად დავიწყეთ და აქ გატარებული პირველი დღეებით კმაყოფილი ვარ. გუნდში ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი ირიცხება და ბევრ მათგანს უკვე დიდი ხანია ვიცნობ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში.

„გუნდს მარანის სახით შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს, რომელმაც ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. იმედი მაქვს, რომ წინ წარმატებული სეზონი გველოდება. გუნდს აქვს იმის რესურსი და პოტენციალი, რომ ევროპული საგზურებისთვის იბრძოლოს.“