Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიზას პრეზიდენტმა ლორენცო ლუკას მიმართ მილანის ინტერესი დაადასტურა

სერია ბ-ში მოასპარეზე იტალიელი ფორვარდის ლორენცო ლუკას სახელი გასულ კვირეებში არაერთ გრანდს დაუკავშირეს და გუნდის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მისით მილანი მართლაც ინტერესდება.

„ჩვენ ლორენცოს თაობაზე არაერთმა გუნდმა მოგვმართა, მათ შორის მილანი და რამდენიმე უცხოური კლუბი გახლავთ.

„ლუკას გაშვებას ზამთარში არ ვაპირებთ, ზაფხულში კი მიღებულ წინადადებებს აუცილებლად განვიხილავთ. ლუკას როგორც ფიზიკური, ასევე ტექნიკური შესანიშნავი მონაცემები აქვს და თუ ის პროგრესს გააგრძელებს, წინ დიდი მომავალი ელოდება.“

21 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.