Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პინამონტის მსურველთა სია კიდევ უფრო გაიზარდა

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერის იტალიელი ფორვარდის ანდრეა პინამონტის მსურველთა სიას სასუოლოც შეუერთდა და ნეროვერდი უახლოეს დღეებში ბენეამატას ოფიციალური წინადადებით მიმართავენ.

პინამონტის გასული დღეების განმავლობაში მონცას უკავშირებდნენ, თუმცა იტალიელმა ფორვარდმა ბერლუსკონის გუნდში გადასვლა არ ისურვა და ის დიდი ალბათობით არჩევანს სასუოლოსა და ატალანტას შორის გააკეთებს.

Calciomercato-ს ცნობით, სასუოლო პინამონტის ჯანლუკა სკამაკას შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც სავარაუდოდ კარიერას ვესტ ჰემში ან პსჟ-ში გააგრძელებს, ატალანტა კი იტალიელი ფორვარდის გაფორმებას საპატა-მურიელიდან ერთ-ერთის შემცვლელად განიხილავს…