Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პინამონტი ინტერს იანვარში დატოვებს

Corriere dello Sport-ის მტკიცებით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნერაძურის რიგებს ანდრეა პინამონტი დატოვებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ინტერის აკადეემის აღზრდილია, ნერაძურიმ გასულ ზაფხულს ჯენოადან დაიბრუნა, თუმცა მას სათამაშო დრო ფაქტობრივად არ ეძლევა და წყაროს ინფორმაციით, ინტერი ფეხბურთელს პარმას 6-თვიანი იჯარით შესთავაზებს, სანაცვლოდ კი ჟერვინიოს მოთხოვნას აპირებს.

ჟერვინიოს გარდა, ინტერი პინამონტის სანაცვლოდ სხვადასხვა ვარიანტებსაც განიხილავს, მათ შორის სიმონე ძაძა და კევინ ლაზანია სახელდებიან.