Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პინტუ:“ ალეგრის არასოდეს შევხვედრილვარ“

რომას სპორტულმა დირექტორმა ბოლო პერიოდში გავრცელებულ ხმებს უპასუხა, რომლის მიხედვითაც ჯალოროსი ფონსეკას ჩანაცვლებას მაქს ალეგრით აპირებდა.

„მე კატეგორიულად ვუარყობ იმ ხმებს, თითქოს მე ალეგრის ან რომელიმე სხვა მწვრთნელს შევხვდი, ეს ყველაფერი ტყუილია.

„ჩვენ ფონსეკას მუშაობით კმაყოფილები ვართ და ჩვენს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა. პაულო ამ ჭორებს ყურადღებას არ აქცევს და მხოლოდ მომდევნო მატჩზეა კონცენტრირებული.“