Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პინტუ:“ მოურინიოს ძანიოლოს დაცვა სურს“

რომას დირექტორმა ტიაგუ პინტუმ ინტერთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და მოურინიოს სიტყვების განმარტება მოუხდა, რომელმაც ბოლონიასთან მარცხის შემდეგ ნიკოლო ძანოლოს ურჩია, რომ მან სერია ა უნდა დატოვოს.

„რომასთვის ისეთი გამორჩეული სპეციალისტის გუნდში ყოლა, როგორიც ჟოზე მოურინიოა, დიდი პატივი და პრივილეგიაა.

„ჩვენ მისი წარმატებების შესახებ კარგად ვიცით, თუმცა მასთან მუშაობა ყოველდღიურად კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენ შესანიშნავი არჩევანი გავაკეთეთ.

„ჟოზეს სიტყვები ძანიოლოს შესახებ ? ნიკოლო იტალიურ ფეხბურთში ყველაზე დიდი ტალანტია და არ შეიძლება იმის ხილვა, თუ როგორ უმოწყალოდ ექცევიან მას მეტოქეები, მსაჯები კი ჯარიმას არ აფიქსირებენ.

„ეს მხოლოდ რომას არ ეხება, ეს მთელი იტალიის პრობლემაა და ჟოზეს უბრალოდ სურს, რომ ნიკოლო დაიცვას.“