Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პინტუ:“ ნაილსი რომაში ტრანსფერთან ახლოს არის“

რომას დირექტორმა ტიაგუ პინტომ მილანთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და დაადასტურა, რომ არსენალის ფეხბურთელი აინსლი მაიტლანდ-ნაილსი ჯალოროსის რიგებში ტრანსფერთან ახლოს არის.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ნაილსის თაობაზე არსენალთან მოლაპარაკებებს მართლაც ვაწარმოებთ და შეთანხმებათან ახლოს ვართ.

„სერჟიო ოლივიერა ? ჩვენ გუნდის გასაძლიერებლად ბევრ კანდიდატს განვიხილავთ და თითოეულ მათგანზე ვერ ვისაუბრებ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელი შეხვედრაა. ატალანტასთან გამარჯვებამ ჩვენზე ფსიქოლოგიურად კარგად იმოქმედა და გვსურს, რომ ეს გზა გავაგრძელოთ.“