Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პინტუ:“ ჩვენ რომას გაძლიერებას ვგეგმავთ“

რომას დირექტორმა ტიაგუ პინტუმ დაადასტურა, რომ ჯალოროსი ზამთარში შემადგენლობის გაძლიერებას ეცდება და მან ნიკოლო ძანიოლოზეც ისაუბრა.

„ძანიოლო ? ყველამ იცის, რომ მას 2 ურთულესი ტრავმის გადატანა მოუხდა. ნიკოლომ მიმდინარე სეზონში უკვე 15 მატჩი ითამაშა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ძანიოლოს ძალიან დიდი ტალანტი აქვს, მაგრამ მან ამ ტრავმების გამო მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმა უნდა ჩამოიტოვოს უკან. ჩვენ არ ვღელავთ და ვიცით, რომ ძანიოლო რომას მომავალში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

„შემადგენლობა ? ეს შემადგენლობა სხვა მწვრთნელისთვის და სისტემისთვის შენდებოდა, ამიტომ ჩვენ იანვარში გუნდის გაძლიერებას მართლაც ვაპირებთ.“