Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ზლატანი მილანში უნდა დარჩეს“

მილანის მთავარმა მწვრთნელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის,ჯიჯო დონარუმას და სხვა საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა.

„2020 წელს ქულებით მხოლოდ ატალანტამ გვაჯობა.ჩვენ შესანიშნავი მეორე ნახევარი ჩავატარეთ და მილანი ევროპულ ფეხბურთში დავაბრუნეთ.

„იბრაჰიმოვიჩი გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.მასთან ერთად ყველაფრის გაკეთება უფრო მარტივი ხდება.მისი ასაკის მიუხედავად,ზლატანი ყველა ვარჯიშზე თუ თამაშზე 100 პროცენტით იხარჯება და ახალგაზრდა მოთამაშეებს კარგ მაგალითს და მუხტს აძლევს.

„ის ბაზაზე პირველი მოდის და უკანასკნელი მიდის.ზლატანს გუნდში ყველა პატივს სცემს და მისი დამსახურებით გუნდის ერთიანობა იზრდება,ის მილანში აუცილებლად უნდა დარჩეს.

„დონარუმას რაც შეეხება,ის ჯერ მხოლოდ 21 წლის არის,თუმცა უკვე დიდი გამოცდილება დაუგროვდა.ასაკის მიუხედავად,ჯიჯოს უკვე მილანის კაპიტნობაც მოუწია.ჩემი აზრით, დონარუმა დღეისათვის ოთხ საუკეთესო მეკარეთა შორის არის.

Leave a Reply

Your email address will not be published.