პიოლი:“თამაში 6 ქულისთვის“

სტეფანო პიოლიმ რომასთან გასამართი მატჩის წინ საინტერესო თემებზე ისაუბრა.შეგახსენებთ,რომ მილანი რომას ხვალ,19:15 საათზე დაუპირისპირდება.

„ხვალ ჩვენ თამაში სიცხეში მოგვიწევს და ენრეგიის სწორად გადანაწილებაზე უნდა ვიზრუნოთ.რომას შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს და მათ წინააღმდეგ თამაში მარტივი ნამდვილად არ იქნება.

„ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა,თუმცა სამწუხაროდ სათამაშოდ მზად არ არის.

„კიაერს დღეს კიდევ ერთხელ დავაკვირდებით და თუ სამწვრთნელო სესიას სრული დატვირთვით ჩაატარებს,მაშინ ის შემადგენლობაში იქნება.კიდევ ერთი კარგი ამბავი დუარტეს დაბრუნებაა,რომელიც მუსაკოს არ ყოფნის დროს ძალიან გამოგვადგება.

„რებიჩი შესანიშნავი ფეხბურთელია,მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში,რაც ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია.ლეჩესთან თამაშის დროს მან ლიდერის თვისებები გამოავლინა და გუნდისთვის შეუცვლელი ფიგურა ხდება.

„კასტილეხო დღითი დღე უმატებს და იმედია ასე გააგრძელებს.ის და ტეო ერნანდესი უფრო ფიზიკურები უნდა გახდნენ და თავიანთ პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოები იქნებიან.

„ბენასერს ერთი ერთზე თამაში საოცრად გამოსდის.მას უდიდესი პოტენციალი აქვს და თუ განვიტარებას გააგრძელებს,საუკეთესო გახდება.

„დონარუმას რაც შეეხება,ის ძალიან მშვიდად არის და მთელი ყურადღება მილანზე აქვს გადატანილი.ვფიქრობ,რომ ის თავისთვის საუკეთესო არჩევანს გააკეთებს,მე მისი როსონერიდან წასვლა არ მსურს.მე ჯიჯოსთან მომავალზე არ მისაუბრია,ჩვენ ახლა ერთი მიზანი გვაქვს – გავიდეთ ევროპა ლიგაზე.

„ხვალინდელი თამაში,შეიძლება ითქვას,რომ 6 ქულისთვის იქნება.რომა ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტია და ამ თამაშის მოგება შესაძლოა გარდამტეხი მომენტი გამოდგეს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.