პიოლი:“მილანს მეტი შეუძლია“

სტეფანო პიოლის აზრით,მის გუნდს გაცილებით მეტი შეუძლია,ვიდრე ლეჩესთან თამაშის დროს აჩვენა.

როსონერიმ ლეჩეს მარტივად,ანგარიშით 4 – 1 მოუგო.

„კარგად ვითამაშეთ,ოპონენტი მეორე ნომრად თამაშობდა და საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა,ამიტომ სივრცეების შექმნა ხელოვნურად მოგვიწია.

„ლეჩეს შანსები ჰქონდა,თუმცა საბედნიეროდ ჩვენი გასაკეთებელი კარგად გავაკეთეთ და გავიმარჯვეთ,რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„ჩვენი მთავარი მიზანი ახლა ევროპის ლიგაზე საგზურის მოპოვებაა.რომა საკმაოდ შორს ჩანს,თუმცა მათთან თამაში გვაქვს ჩასატარებელი და 11 ტურში არავინ იცის რა მოხდება,ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.

„ზლატანის გარეშე Coppa Italia-ს თამაშში ძალიან გაგვიჭირდა,ზედმეტად უკან დავიხიეთ და მომენტები ვერ შევქმენით.საბედნიეროდ,დღეს ამის პრობლემა არ გვქონია.

„ლეაომ დღეს გოლი კი გაიტანა,თუმცა მეტის გაკეთება მართებს.მისგან ბევრად მეტს ველოდები,რადგან მას ამის ნიჭი და შესაძლებლობა აქვს.

„რანგნიკზე ჭორებს რაც შეეხება,მე ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ.ბედნიერი ვარ,რომ ასეთი დიდი გუნდის მთავარი მწვრთნელი ვარ და მხოლოდ თამაშებზე ვფიქრობ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.