პიოლი:“მილანს წინ 12 ფინალი ელოდება“

მილანის მთავარი მწვრთნელის თქმით,თუ როსონერის ევრო სარბიელზე ასპარეზობა უნდა,ყველა თამაშს ისე უნდა მიუდგნენ,როგორც ფინალს.

მილანს გასვლაზე თამაში ლეჩესთან ხვალ,21:30 საათზე უწევს.

„სეზონი რომ არ განახლებულიყო,ჩვენ ბევრი იმედგაცრუების გადატანა მოგვიწევდა,ახლა კი 12 თამაში გვაქვს იმისთვის,რომ ყველაფერი გამოვასწოროთ.ყველა თამაშს ისე უნდა მივუდგეთ,როგორც ფინალს და ევროპა ლიგაზე გასასვლელად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

„ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა აღვიდგინოთ საუკეთესო ფიზიკური კონდიციები,რომ იმ 40 დღიანი მარათონისთვის მზად ვიყოთ,რაც წინ გველოდება.ჩვენ უკეთესი შედეგი დავიმსახურეთ  ვიდრე ახლა გვაქვს,რაც იმის მანიშნებელია,რომ გარკვეულ პოზიციებზე მომატება გვმართებს.იმედია ჩვენი შეცდომებიდან კარგი გაკვეთილი გამოვიტანეთ.

„3-თვიანი პაუზის შემდეგ,ისეთი გრძნობა გვაქვს,თითქოს ეს ახალი სეზონი იყოს,თუმცა ფეხბურთელები კონცენტრირებული და მოტივირებულები არიან.ჩვენ Coppa Italia-დან გამოვარდნის გამო იმედგაცრუებულები ვართ,თუმცა ბოლომდე ვიბრძოლეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.“

პიოლიმ კომენტარი რალფ რანგნიკის გუნდში მისვლაზეც გააკეთა,რომელიც დიდი ალბათობით პიოლის პოზიციას დაიკავებს.

„ჩვენ პროფესიონალები ვართ და პირადად მე ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ.ჩვენ კონკრეტული მიზნები გვაქვს და მათ მიღწევაზე ვარ კონცენტრირებული,სატურნირო ცხრილის პოზიცია ჩვენს რეალურ ძალას არ ასახავს და ამის გამოსწორებას შევეცდებით.

„მწვრთნელების მომავალს კი გუნდის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს.ჩვენ,მწვრთნელები ყველა ერთ ნავში ვსხედვართ,ჩვენი გუნდში დარჩენა-წასვლის საკითხი ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარეობს.ახლა ჩემი მთავარი მიზანი დარჩენილი 12 შეხვედრიდან ქულათა მაქსიმუმის აღებაა,დანარჩენი სეზონის ბოლოს გამოჩნდება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.