Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლიმ კორონა ვირუსი დაამარცხა

მილანის მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ და მისმა ასისტენტმა, ჯაკომო მურიელიმ კორონა ვირუსის დამარცხება მოახერხეს და გუნდს ევროპა ლიგაზე სელტიკის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის უბრუნდებიან.

პიოლის არყოფნაში გუნდს დანიელე ბონერა უძღვებოდა და ამ პერიოდში მილანმა 3 მატჩი ჩაატარა, 2 მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა.