Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლიმ მალდინის ბერარდის გაფორმება სთხოვა…

მილანი სერია ა-ში სატრანსფერო ფანჯარაზე ყველაზე მეტად აქტიურობს და უკვე დაახლოებით 60 მილიონი ევრო დახარჯა, თუმცა მალდინი-მასარას დუეტს ჯერ კიდევ ბევრი საფიქრალი აქვს და მათ შორის ერთ-ერთ უმთავრესი სამუ კასტილეხოს შემცვლელის პოვნა გახლავთ.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის კარლო პელეგატის ინფორამციით, სტეფანო პიოლიმ მალდინის სასუოლოდან დომენიკო ბერარდის დამატება სთხოვა, თუმცა ამ ტრანსფერის განხორციელება ფეხბურთელის ფასის გამო ძალიან რთული იქნება და მალდინის პირველ რიგში Elliott Management-ის დარწმუნება მოუწევს, რომ მათ ინვესტიცია განახორციელონ.

ბერარდიმ გასულ სეზონში მხოლოდ სერია ა-ში 17 გოლის გატანა მოახერხა და წყაროს ცნობით, პიოლი ფლანგის შემტევებისგან სწორედ ასეთ პროდუქტიულობას მოითხოვს, ბერარდი კი მისი ფავორიტი არჩევანია.

პელეგატის ინფორმაციით, მილაი ბერარდის დამატებას იჯარით ეცდება, თუმცა მხარეებმა პირველ რიგში სატრანსფერო ღირებულება უნდა შეათანხმონ, ნეროვერდი კი ამ მომენტისთვის მის სანაცვლოდ 45-50 მილიონს ითხოვს.