Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლიმ ტოტენჰემი უარით გაისტუმრა

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტოტენჰემს გუნდის სათავეში მილანის თავკაცის სტეფანო პიოლის ხილვა სურდა, თუცმა იტალიელმა სპეციალისტმა ინგლისელები უარით გაისტუმრა.

ტოტენჰემიდან ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ, ინგლისელები მოლაპარაკებებს არაერთ იტალიელ სპეციალისტთან, მათ შორის პიოლისთან, კონტესთან და გატუზოსთან აწარმოებდნენ, თუმცა პიოლიმ მილანის გამო ლონდონში მუშაობაზე უარი თქვა.

წყაროს ინფორმაციით, სავარაუდოდ მილანი სტეფანო პიოლის ახალ კონტრაქტს გაუფორმებს, რადგან ის სეზონში მხოლოდ 2 მილიონ ევროს იღებს, რაც მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდებში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გასამრჯელოა.

მაგალითისთვის, იუვენტუსის ახალი თავკაცი მაქს ალეგრი სერია ა-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია და ის სეზონში 8 მილიონს გამოიმუშავებს, შემდეგ მას ჟოზე მოურინიო (7 მლნ.) მაურიციო სარი (4 მლნ.) სიმონე ინძაგი (4 მლნ.) და ლუჩიანო სპალეტი (3 მლნ.) მოსდევენ.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ დაწყებულა, თუმცა სეზონის მსვლელობისას მილანსა და პიოლის შორის ახალ ხელშეკრულებაზე დიალოგი აუცილებლად შედგება.