Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლიო:“ კესის კონტრაქტზე სამუშაოდ დიდი დრო გვაქვს…“

სტეფანო პიოლიმ კალიარისთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ 22:45 საათზე გაიმართება, პრეს-კონფერენცია გამართა.

„ორშაბათს ჩვენ რთული, მაგრამ დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ და გვსურს, რომ ასევე გავაგრძელოთ. ხვალ კიდევ ერთი ძლიერი მეტოქე გვეყოლება, მაგრამ ჩვენ მათი შესაძლებლობები კარგად ვიცით, კვირის განმავლობაში ბევრი ვიმუშავეთ და ვფიქრობ, რომ სასურველ შედეგს მივიღებთ.

„ჩემი მოტივაცია ? იმის ნახვა, თუ რამდენად მონდომებულები არიან ჩემი ფეხბურთელები, მოტივაციის უდიდესი წყაროა. თითოეული მატჩი ჩემთვის იმის მაუწყებელია, რომ ჩვენ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს, თუმცა გუნდი აშკარად ვითარდება, რაც ძალიან მაბედნიერებს.

„რონალდუს იტალიიდან წასვლა ? ვფიქრობ, რომ მისი წასვლა სკუდეტოსთვის ბრძოლაში გადამწყვეტი არ იქნება. ჩემი აზრით, წინ ძალიან დაძაბული ჩემპიონატი გველოდება, რომელშიც უამრავი ძლიერი გუნდი იბრძოლებს.

„კესის კონტრაქტი ? ამ მომენტისთვის მე მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობ. ჩვენ ამ საკითხზე სამუშაოდ კიდევ დიდი დრო გვაქვს.

„პელეგრი ? მან ამ დღეებში თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა. თუმცა ჯერჯერობით მზად არ არის და ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს. პიეტრო ბევრს მუშაობს და იმედი მაქვს, რომ 1-2 კვირაში მზად იქნება.

„ქომაგები ? ორშაბათს მათ ხილვა შესანიშნავი გრძნობა იყო. ისინი დღეს Milanello-ზე გულთბილად დაგვხვდნენ, მათი პოზიტივი კი ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია და ენერგიაა.

„ბაკაიოკო ? ის ჯერ მილანის ფეხბურთელი არ არის, ამიტომ ამ მომენტისთვის მასზე ვერ ვისაუბრებ.

„ტრავმები ? იბრას და კესის მდგომარეობა უმჯობესდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ორივე მათგანი გუნდთან ერთად ვარჯიშს მომდევნო კვირას დაიწყებენ, მაგრამ სანაკრებო პაუზამდე მათ მოედანზე ხილვას არ უნდა ველოდოთ.

„მენიო ? ისეთ კარის დარაჯის ყოლა, რომელსაც ფეხით თამაში შესანიშნავად შეუძლია, დამატებითი იარაღია. ჩვენ მისი მუშაობით კმაყოფილები ვართ.

„კრუნიჩი ? ის ჭკვიანი ფეხბურთელია, რომელსაც ზონებს შორის მოძრაობა კარგად შეუძლია და მოედნის ორივე მხარეს პროდუქტიულად შეუძლია ასპარეზობა.

„ტონალი ? ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ მას ჩვენთან დარჩენა სურდა. სანდროს აქვს ყველაფერი, რომ სრულყოფილი ფეხბურთელი გახდეს. გასულ სეზონთან შედარებით, ის ახლა უფრო თავდაჯერებულია და თავისი შესაძლებლობები კარგად იცის.

„ბენასერი ? ისმაელი თავს კარგად გრძნობს. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ გვაქვს, ითამაშებს ის ხვალ თუ არა.

„ჩემპიონთა ლიგა ? ჩვენთვის ახლა პრიორიტეტი ხვალინდელი მატჩია, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზეც დავიწყებთ ფიქრს. ჩვენ გვსურს, რომ თითეულ მატჩში საჭირო მოტივაციით და ენერგიით დავიწყოთ. გვესმის, რომ ჩემპიონთა ლიგა ევროპაში ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია და ყველანაირად შევეცდებით, რომ ჯგუფში თავი ღირსეულად წარმოვაჩინოთ.“