Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლის ასისტენტს კორონა ვირუსი დაუდასტურდა


სტეფანო პიოლის შემდეგ, კორონა ვირუსი მის ასისტენტს, ჯაკომო მურიელსაც დაუდასტურდა და გუნდს ნაპოლის წინააღმდეგ ვერც ის უხელმძღვანელებს.

პიოლის ვირუსი შაბათს დაუდგინდა, დღეს ჩატარებულმა ტესტებმა კი აჩვენა, რომ მურიელიც ინფიცირებულია და ის იზოლაციაშია მოთავსებული. როსონერის პარტენოპეისთან მატჩში დიდი ალბათობით დანიელე ბონერა უხელმძღვანელებს.