Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლის ახალი კონტრაქტის დეტალები ცნობილია

Sky Sport-ის ინფორმაციით, მილანსა და სტეფანო პიოლის შორის ახალი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია და მას გაოფიციალურებაღა აკლია.

პიოლის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება, ახალი ხელშეკრულების მიხედვით კი ის მილანურ გრანდს 2024 წლის ზაფხულამდე ჩაიბარებს, სურვილის შემთხვევაში კი მხარეებს თანამშრომლობის გახანგრძლივება კიდევ ერთი წლით შეეძლებათ.

ხელფასს რაც შეეხება, პიოლის წლიური გასამრჯელო 3.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება, რასაც გარკვეული ბონუსებით კიდევ 0.5 მილიონი დაემატება.