Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლის კომენტარი ბოდო/გლიმტის დამარცხების შემდეგ

მილანის მწვრთნელმა გლიმტის 3 – 2 დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა და ჩალჰანოღლუს მიმართ, რომელმაც დუბლი და საგოლე გადაცემა გაიფორმა, საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„დღევანდელ წარმატებაში უდიდესი წვლილი ჩალჰანოღლუს მიუძღვის. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც უმაღლეს დონეზე შეუძლია თამაში და ეს არაერთხელ დაამტკიცა.

„მისგან ყველა თამაშში 2 გოლს ვერ მოვითხოვთ, თუმცა ვიცი, რომ ჰაკანი ყოველთვის მონდომებით თამაშობს და გუნდისთვის ბოლომდე იხარჯება.“

18 წლის კოლომბო გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი მილანის ისტორიაში, რომელმაც გოლის გატანა მოახერხა. პირველ ადგილზე მ’ბაიე ნიანგია, რომელმაც 2012 წელს რეჯინას კოპა იტალიაზე გაუტანა გოლი.

„ის მატჩის წინ ძალიან მონდომებული იყო, რაც თამაშის მსვლელობისას გამოჩნდა. 18 წლის ასაკში მილანის ძირითად შემადგენლობაში თამაში მარტივი არავისთვის არის, თუმცა მან დაამტკიცა, რომ ამ პასუხისმგებლობისთვის მზად არის. მისმა გოლმა ძალიან გამახარა.“

მილანის შემდეგი მეტოქე პორტუგალიური რიო ავე იქნება.

„ახლა ჩვენ სერია ა-ს მატჩზე უნდა გადავერთოთ და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩზე მზადებას მხოლოდ ამის შემდეგ შევუდგებით. დღეს გუნდს 7 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლდა და იმედი მაქვს, რომ მომავალი მატჩისთვის ისინი გუნდს დაუბრუნდებიან.“