Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლის კომენტარი ლიდჰოლმის ჯილდოს მიღების შემდეგ

სტეფანო პიოლიმ, რომელმაც ფეხბურთში გამოჩენილი ელეგანტურობის და პროფესიონალიზმის გამო ლეგენდარული ფეხბურთელის ნილს ლიდჰოლმის 2021 წლის ჯილდო მიიღო, საინტერესო თემებზე ისაუბრა.

არის თუ არა მსგავსებები ამ მილანსა და ლიდჰოლმის მილანს შორის ?

„გუნდებს შორის მსგავსების პოვნა გაგვიჭირდება. ჩვენ ჩვენი თავგადასავალი 2 წლის წინ დავიწყეთ და იმედი გვქვს, რომ იმ დაუღალავი შრომის შედეგს, რომელიც ჩვენ ამ დროის განმავლობაში გავიღეთ, მალე ვიხილავთ.“

შეუძლია თუ არა ტონალის გახდეს მილანის კაპიტანი ?

„ის ძალიან დიდი ტალანტია და აქვს ყველაფერი, რომ დიდებული ფეხბურთელი და როსონერის სიმბოლო გახდეს.“

მილანის დღევანდელი სტილი…

„ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშნელოვანია გუნდმა თავისი ინდივიდუალურობა არ დაკარგოს და ამ მიზნის მისაღწევად ბევრს ვმუშაობ. ფეხბურთში ბალანსის პოვნა მარტივი არასოდეს არის. მილანს ახალგაზრდა შემადგენლობა ჰყავს, რომელსაც გაზრდისთვის და პოტენციის გამოსავლენად დრო სჭირდება, პროცესში კი შეცდომებს აუცილებლად დაუშვებს, სხვანაირად დიდი გუნდი ვერ გახდები.“

ოცნებობთ თუ არა ნაკრები გაწვრთნაზე ?

„მომავალში შესაძლოა, მაგრამ ახლა მხოლოდ მილანზე ვარ კონცენტრირებული და იმედი მაქვს, რომ როსონერის რიგებში ძალიან დიდი ხანი დავრჩები. აქ მოსვლის დღიდან პოზიტიური შეგრძნება მაქვს. ჩვენ ყველას ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაკავშირებს, რაც წარმატებული პროექტისთვის მნიშვნელოვანია.“

როგორ შეიცვალა მწვრთნელის როლი ?

„ფეხბურთი ძალიან შეიცვალა. შენ ახლა უნდა გამოიყენო ნებისმიერი მომენტი, რომ ფეხბურთელი როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად განავითარო. ყოველ 3 დღეში ერთხელ თამაში მარტივი არ არის, გუნდებს ვარჯიშისთვის ფაქტობრივად დრო არ აქვთ და ასეთი დატვირთული გრაფიკის ფონზე რთულია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები ფიზიკურად და მენტალურად მოამზადო, მაგრამ ამბიციურ გუნდს ასეთ პირობებში მუშაობა უნდა შეეძლოს.“

რომელმა მწვრთნელმა იქონია თქვენზე გალვენა ?

„მე ბევრი კარგი მწვრთნელი მყავდა და ბევრ გამორჩეულ ფეხბურთელთან მითამაშია. ფეხბურთელობის დროს, ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა ტრაპატონიმ, ბანოლიმ და რანიერიმ იქონიეს, სწორედ მათი დამსახურებით დავფიქრდი მწვრთნელობაზე.

„კონტრაქტი ? მე გუნდთან სრულ ჰარმონიაში ვარ და ორივე მხარეს აქვს სურვილი, რომ მუშაობა ერთად გავაგრძელოთ.”