Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლის მილანურ მომავალს საფრთხე არ ემუქრება

მილანი სერია ა-ს ბოლო ტურში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბერგამოს ატალანტას დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე დაბრუნდება, თუმცა იტალიური მედიის ცნობით, საბოლოო შედეგის მიუხედავად სტეფანო პიოლის მომავალს მილანში საფრთხე არ ემუქრება.

Corriere dello Sport-ის მტკიცებით, გუნდის ხელმძღვანელობა იტალიელი სპეციალისტის გაშვებას არც კი განიხილავს და უკვე გადაწყვეტილია, რომ მომდევნო სეზონში მილანს ის გაუძღვება, მაგრამ ოთხეულში ადგილის დაკარგვა როსონერის სატრანსფერო ბიუჯეტს გაცილებით შეამცირებს.