Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლის მილანში დარჩენა გადაწყვეტილია

სერია ა-ს მომდევნო ტურში იუვენტუსსა და მილანს შორის ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება და თუ ანდრეა პირლოს მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, იტალიური მედიის ცნობით სტეფანო პიოლის მილანში დარჩენა უკვე გადაწყვეტილია.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, გუნდის ხელმძღვანელობას, მილანის შემადგენლობასა და პიოლის შორის სრული ჰარმონიაა და მხარეები მიმდინარე სეზონის საბოლოო შედეგების მიუხედავად, სტეფანო პიოლის გუნდიდან გაშვებას არ აპირებენ.

წყაროს ცნობით, პიოლის გუნდში დარჩენას იბრაჰიმოვიჩის ფაქტორიც განაპირობებს, რომელსაც იტალიელ სპეციალისტთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.