Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლის პრეს-კონფერენცია სეზონის სტარტის წინ

მილანმა დღეს სეზონისთვის მოსამზადებელი პერიოდი ოფიციალურად დაიწყო და სტეფანო პიოლიმ პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ჩვენ სეზონისთვის მზადება უკვე დიდი ხანია დავიწყეთ. მე სეზონის შემდეგ სულ რამდენიმე დღე დავისვენე და ჩემს სთაფთან ერთად მომდევნო სეზონისთვის მზადება მაშინვე დავიწყეთ. გასული წლის შედეგებით კმაყოფილები ვართ, მაგრამ ახლა დროა ახალი მიზნები დავისახოთ და ერთი სული გვაქვს, როდის მოვახერხებთ სრული შემადგენლობით ვარჯიშის განახლებას.

„არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ ტაქტიკის შეცვლაზე ვიმუშაოთ, რადგან გუნდი უფრო ნაკლებად ერთფეროვანი უნდა გახდეს.

„ჩვენი მიზანი ბრძოლისუნარიანი გუნდის აშენებაა, გვინდა ის გზა გავაგრძელოთ, რომელმაც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზური მოგვიტანა. ჩვენ მომდევნო სეზონში საერთო დონე უფრო უნდა ავამაღლოთ და კარგი იქნებოდა, რომ სრული შემადგენლობა ახლავე მყოლოდა, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო ეს ჯერ შეუძლებელია.

„წინ ჩვენ როგორც სერია ა-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე ურთულესი მატჩები გველოდება. იტალიაში 7 ძალიან ძლიერი გუნდია, რომლებიც ტიტულისთვის და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლებს, ამიტომ მილანმა განვითარებაზე ფიქრი არ უდნა შეწყვიტოს.

„ჩვენ გვინდა, რომ უმაღლეს დონეზე ადგილი დავიმკვიდროთ, ახლა საუბრის დრო არ არის და ჩვენი სათქმელი მოედანზე უნდა ვთქვათ. ანტონიო კონტეს სერია ა-დან წასვლის გამო ვწუხვარ, რადგან მასთან ერთად იტალიური ფეხბურთი უფრო მაღალი დონის იქნებოდა, მაგრამ მის გარეშეც უამრავი შესანიშნავი მწვრთნელია და თითოეული მატჩისადმი ჩვენ განსაკუთრებულად მიდგომა მოგვიწევს.“

„კესის კონტრაქტი ? ფრანკი ბოლო პერიოდში ძალიან განვითარდა, მაგრამ ეს მისი მაქსიმუმი არ არის. ის მილანში ბედნიერია და იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გუნდისთვის. მე ფრანკს უკვე ვესაუბრე და ის ძალიან მოტოვირებულია.

„დონარუმა და ჩალჰანოღლუ ? გასულ სეზონში ორივე მათგანმა თავიანთი მაქსიმუმი გააკეთეს და გუნდს მიზნის მიღწევაში დაეხმარნენ, ამიტომ მე მათი მადლობელი ვარ.

„ჩვენ მენიოს სახით შესანიშნავი შევსება მივიღეთ, თუმცა მომდევნო სეზონისთვის მეტი ხარისხიანი ფეხბურთელი დაგვჭირდება, სატრანსფერო ფანჯარა კი ჯერ კიდევ დიდი ხანი იქნება ღია.

„მენიოს მე უკვე ბევრჯერ ვესაუბრე. ახლა მას დასვენება სჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ ის მილანში ძალიან მოტივირებული და შემართული ჩამოვა.

„ვინ იქნება გუნდის კაპიტანი ? მილანს რომანიოლის სახით კაპიტანი უკვე ჰყავს, მაგრამ გუნდს ვიცე-კაპიტანი სჭირდება და ამ საკითხს ჩვენ ერთად გადავწყვეტთ.

„ტომორი ? მან გასულ სეზონში თავისი შესანიშნავი მახასიათებლები არაერთხელ დაამტკიცა. ფიკაიოს ძლიერი მენტალობა აქვს და ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება.

„კიაერი ? მან ევროპის ჩემპიონატზე თავისი კლასი კიდევ ერთხელ დაგვანახა. მე სიმონს გასულ დღეებში არაერთხელ ვესაუბრე, გამორჩეული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მას დასვენება სჭირდება, რის შემდეგაც დაგვიბრუნდება.

„იბრა ? მე მას თითქმის ყოველდღე ვესაუბრები. ის უკვე მილანშია, მაგრამ ჯერჯერობით ექიმებისგან სირბილის უფლება არ მიუღია, ამას რამდენიმე კვირა დასჭირდება.

„კალაბრიამ კი სამედიცინო შემოწმება გუშნ გაიარა, ის ჯერ მზად არ არის, მაგრამ გუნდს ძალიან მალე შეუერთდება. ბენასერი სრულ მზადყოფნაშია.“