Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლის შესანიშნავი სტატისტიკა მილანში

სტეფანო პიოლი ისეთ სტატისტიკას დებს, რომელსაც ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა. იტალიელ სპეციალისტს მილანის რიგებში 43 შეხვედრა დაუგროვდა, რომელთაგანაც 25 მოიგო, 12 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 6 წააგო, მოგების საერთო მაჩვენებელი კი წარმოუდგენლად მაღალი, 58.14 პროცენტია, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.

ინტერში მუშაობის დროს პიოლიმ 27 შეხვედრაში 51.85 პროცენტის მოგება მოახერხა, ლაციოში 91 თამაშიდან 48.35 პროცენტი მისი გამარჯვებით დასრულდა, ფიორენტინაში 74 შეხვედრაში 36.49, ბოლონიაში კი 92 შეხვედრიდან მხოლოდ 32.99 პროცენტი დასრულდა მისი გამარჯვებით.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პიოლის მილანში კარგი სტარტი არ ჰქონია, რადგან მან გუნდი ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩაიბარა, თუმცა 2020 წელს მილანმა 21-დან 17 შეხვედრის მოგება მოახერხა და მისი პროცენტული მაჩვენებელი უფრო და უფრო იზრდება…