Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“უნდა გვახსოვდეს, თუ რას მივაღწიეთ ბოლო თვეებში”

სტეფანი პიოლი სეზონს პოზიტიურ ნოტაზე ხვდება და მას ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება სურს.

„ჩვენ ახალ სეზონს ვიწყებთ, თუმცა ის წარმატება, რასაც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში მივაღწიეთ, არ უნდა დავივიწყოთ.

„იდეა, ფილოსოფია და ერთად მუშაობის სურვილი არსად არ გამქრალა. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი გვყავს, რომელსაც ჯერ კიდევ შეთამაშება სჭირდება და ჯერჯერობით მომავალის მილანის ფუნდამენტის ჩაყრის პროცესში ვართ.

„ძალიან რთული და დატვირთული სეზონი გვქონდა, თუმცა წინ უფრო დიდი გამოწვევები გველოდება. ჩვენ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე აუცილებლად უნდა მივაღწიოთ, სერია ა-ში კი ოთხეულისთვის ვიბრძოლოთ და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ.

„ჩვენთვის სეზონი 17 სექტემბერს იწყება და 18 დღეში 6 მატჩის გამართვა მოგვიწევს, კარგი სტარტი კი კარგი სეზონის საწინდარი იქნება, თუმცა დატვირთული გრაფიკის ფონზე ჩვენ უფრო ღრმა შემადგენლობა გვჭირდება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.