Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი ანჩელოტის რეკორდს უმიზნებს

მილანი დღეს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოდო/გლიმტს დაუპირისპირდება, სადაც დიავოლოს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს, რადგან დუელში გამარჯვებული 1 მატჩის შედეგით გაირკვევა.

სტეფანო პიოლი და მისი გუნდი ზედიზედ 15 მატჩია არ დამარცხებულა და იმ შემთხვევაში, თუ დღეს მილანი წარმატებულ სვლას განაგრძობს, პიოლი კარლო ანჩელოტის 16-მატჩიან წაუგებელ სერიას გაიმეორებს, რომელიც ლეგენდალურმა სპეციალისტმა მილანში 2008 წლის 18 სექტემბრიდან 27 ნოემბრამდე დააფიქსირა (12 მოგება, 4 ფრე).