Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ არბიტრის შეცდომებმა თამაშის ბედი გადაწყვიტა…“

სტეფანო პიოლიმ ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგ, რომელიც დაძაბული ბრძოლის შემდეგ ესპანელების გამარჯვებით 1 – 2 დასრულდა, კომენტარი გააკეთა.

„არ ვფიქრობ, რომ დღეს მთავარ არბიტრს კარიერაში საუკეთესო შეხვედრა ჰქონდა. ჩვენ დღეს მისი შეცდომების გამო დავისაჯეთ. მოედანზე 10 კაცით დარჩენის შემდეგ ჩვენი გეგმები რადიკალურად შეიცვალა და სამწუხაროა, რომ დღეს მიზანს ვერ მივაღწიეთ.

„მე ამას მხოლოდ 11-მეტრიანის და წითელი ბარათის მომენტზე არ ვამბობ, ყველა ეპიზოდი, რომელიც საეჭვო იყო, დღეს მან ატლეტიკოს სასარგებლოდ გადაწყვიტა.

„არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ჩვენ საწყის ნახევარ საათში, როდესაც მოედანზე თანაბარი რაოდენობით ვიყავით, ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ და ოდნავ მეტი ყურადღებით გამარჯვება შეგვეძლო.

„საერთო ჯამში ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ბრძოლისუნარიანი გუნდი ვართ. მოედანზე უმცირესობაში ყოფნის მიუხედავად, ჩვენ თამაშში დარჩენა მოვახერხეთ და ბიჭებს უდიდესი მადლობა იმ თავდადებისთვის, რომელიც მათ გამოავლინეს. ჩვენ მენტალური და ფიზიკური კონდიციები უნდა აღვიდგინოთ და ატალანტასთან მატჩზე დავიწყოთ ფიქრი.

„კესის გაძევების ეპიზოდი ? ვფიქრობ, რომ ეს ჯარიმა მაშინ, როდესაც ფეხბურთელს ერთი გაფრთხილება უკვე აქვს, მეორე ყვითელს არ იმსახურებდა.“