Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ ასეთი მძიმე გამარჯვებები გუნდისთვის კარგი გამოცდილებაა“

სტეფანო პიოლიმ ბოდო/გლიმტთან მატჩის შესახებ გუნდის ოფიციალურ არხთან ისაუბრა.

„მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ვთქვი, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეები ძალიან კარგ ფორმაში იყო და როგორც ყველამ ვნახეთ, მე არ ვცდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიელების შიდა ჩემპიონატი მოწინავე პოზიციებს ვერ იკავებს, გლიმტს 20-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რისი მიღწევაც ადვილი არსად არ არის.

„ჩვენ გაშვებული გოლის შემდეგაც კი მშვიდად გავაგრძელეთ თამაში და ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ.

„ერთადერთი პერიოდი, როდესაც გუნდის თამაში არ მომეწონა, 3 – 1 დროს იყო. ჩვენ ასეთ მომენტებში უფრო ფრთხილი თამაში გვმართებს.

„ვფიქრობ, რომ ასეთი მძიმე გამარჯვებები გუნდისთვის კარგი გამოცდილებაა, რაც განვითარებაში გვეხმარება. ტექნიკური თვალსაზრისით ჩვენი საუკეთესო მატჩი არ ყოფილა, გარკვეულ კომპონენტებში, რომლებშიც გუნდი როგორც წესი საკმაოდ ძლიერია, გუშინდელ მატჩში მოვიკოჭლეთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გუნდს ძალიან ბევრი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა.

„ჩვენ ძალიან გვიან გავიგეთ, რომ იბრა ვერ დაგვეხმარებოდა. შეტევაში თამაში ზლატანის მახასიათებლებიდან გამომდინარე გვქონდა აწყობილი, თუმცა ბოლო წამს გეგმების შეცვლა მოგვიწია და საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა.

„რიო ავე ? ფაქტი, რომ მათ ბეშიქთაშის გაგდება მოახერხეს, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. ვიცით, რომ წინ კიდევ ერთი რთული მატჩი გველოდება, თუმცა ახლა სერია ა-ზე უნდა გადავერთოთ და ევროპა ლიგის მატჩზე ამის შემდეგ ვიფიქროთ.“