Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ გუნდი პირველი მიზნის მიღწევასთან ახლოს არის“

რიო ავესთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ, 23:00 საათზე გაიმართება, სტეფანო პიოლიმ პრესკონფერენციაზე საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„გუნდი თავს კარგად გრძნობს. მართალია ბოლო ორი შეხვედრის შემდეგ მცირე დაღლილობა იგრძნობა, თუმცა ჩვენი მენტალობა საჭირო მუხტს მოგვცემს.

„წინ რთული 95 წუთი გველოდება, სადაც სეზონის პირველი მიზნის მიღწევას და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ადგილის განაღდებას ვაპირებთ. ჩვენმა მოწინააღმდეგემ ტურნირს ბეშიქთაში გამოთიშა, რაც ადვილი არავისთვის არ არის და მათ სიძლიერეზე მეტყველებს. მათ ბურთის კონტროლი უყვართ, რისი უბლებაც ჩვენ არ უნდა მივცეთ.

„ტრავმები სამწუხაროდ კვლავ პრობლემად რჩება. რომანიოლი ნელ-ნელა ბრუნდება და ის და კონტი სანაკრებო პაუზის შემდეგ დიდი ალბათობით დაგვიბრუნდებიან. შედარებით რთული სიტუაციაა მუსაკოსთან დაკავშირებით და არ ვფიქრობ, რომ ის პაუზის შემდეგ თამაშს შეძლებს.

„ლეაო თუ კოლომბო ? გუნდს მათ გარდა სხვა ვარიანტებიც აქვს, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სქემით ვითამაშებთ. ლეაოს დაბრუნება მახარებს, თუმცა მან ვარჯიში ახლახანს განაახლა და მისი ფიზიკური იდეალური არ არის.

„კესი ცენტრალურ დაცვაში ? იმედი მაქვს, რომ ამის გაკეთება არ მომიწევს. თუ კესი ცენტრალურ მცველად დავაყენე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ ერთი მცველი დავკარგეთ, რაც ძალიან ცუდი იქნება.

„დიასის მატჩი კროტონეს წინააღმდეგ ? ეს მისი პირველი სტარტი იყო და ვიცი, რომ მას ბევრად უკეთ შეუძლია თამაში. დიასი ძალიან სწრაფი ტემპით უმატებს და სულ მალე გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება.

„პაკეტა ? მინდა მას მადლობა გადავუხადო მისი შრომისმოყვარეობისთვის და მონდომებისთვის და მომავალში წარმატებები ვუსურვო. მისი კარიერა მილანში კარგად არ აეწყო, თუმცა ის ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია და ამას ყველას დაუმტკიცებს.

„კესი როგორც ლიდერი ? ყველაზე მთავარი გუნდის წარმატებაა და არა ერთი რომელიმე ფეხბურთელის პერფორმანსი. კესი პოზიტიური ბიჭია, რომელიც გუნდს ძალიან დიდ დახმარებას უწევს და მისი თანაგუნდელები ამის გამო მადლიერები არიან.“