Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიოლი:“ გუნდში თავის საქმეს ყველა კარგად აკეთებს“

სტეფანო პიოლის გუნდი შესანიშნავ სვლას აგრძელებს. როსონერიმ ამჯერად ევროპა ლიგაზე სპარტა 3 – 0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კომენტარი იტალიელმა თავკაცმა გააკეთა.

„გუნდმა იცის, თუ როგორ დარჩეს მოედანზე ანგარიშის მიუხედავად და როგორ წაიკითხოს თამაში.  ჩვენ რომასთან კარგი თამაში ჩავატარეთ, თმცა სამწუხაროდ ვერ მოვიგეთ და დღეს გამარჯვება საჭირო იყო, რაც საბედნიეროდ მოვახერხეთ კიდეც. დროთა განმავლობაში ძირითადი შემადგენლობის დაყენება უფრო და უფრო მიჭირს, რადგან თავის საქმეს ყველა კარგად ართმევს თავს.

„ბიჭები ძალიან დიდი ერთობით მუშაობენ. საბედნიეროდ ჩვენ დიდი შემადგენლობა გვყავს, რაც როტაციის საშუალებას გვაძლევს.

„რატომ შევცვალე იბრა ? მისთვის რომ მეკითხრა, დარწმუნებული ვარ, რომ მას მოედანზე დარჩენა სურდა, თუმცა კვირას ძალიან რთული თამაში გვაქვს და გუნდს დასვენებული იბრა სჭირდება.

„ტონალი ? მან ერთდროულად ორი ნაბიჯი გადადგა წინ. ის დღითი დღე უმატებს და ახალ თანაგუნდელებს ნელ-ნელა ეჩვევა, მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. ის ძალიან ახალგაზრდაა და სასიამოვნოა, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის იბრძვის.

„ბენასერი ? ერთ წელიწადში ის ძალიან განვითარდა, თუმცა მას აქვს საშუალება, რომ მოუმატოს. ზოგ სიტუაციაში მან უკეთესი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„გუნდის თითოეული წევრი ინდივიდუალიზმს გვერდზე დებს და გუნდისთვის ირჯება. ჩვენ ვართ მილანი და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ამბიცია, თუმცა თუ დიდი გუნდების დამარცხება გვინდა, ჩვენ უნდა დავრჩეთ როგორც გუნდი, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოგვივა.

„მილანის მიზნები ? ახლა ამ თემაზე საუბარი უადგილოა, მომავალზე საუბარს აზრი არ აქვს, ახლა ჩვენ მომავალ მატჩზე ვფიქრობთ. ევროპა ლიგა ძალიან რთული ჩემპიონატია და ყველა მატჩში გუნდს მაქსიმალურად დახარჯვა უწევს, თუმცა ჩვენ ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეგვიძლია.“