Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ დიდებული ატმოსფეროა, ჩვენ ქომაგების იმედი გვაქვს“

სტეფანო პიოლიმ ატლეტიკოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„მილანში დღეს განსაკუთრებული ატმოსფერო იგრძნობა. ჩვენ დიდებული ქომაგები გვყავს, რომელთა დახმარებაც და მათგან მუხტის მიღება აუცილებლად დაგვჭირდება, რადგან წინ ძალიან რთული შეხვედრა გველოდება.

„კიაერი ? ის 100 პროცენტით მზად არ იყო და გადავწყვიტეთ, რომ რისკზე არ წავსულიყავით. ის სავარაუდოდ კვირას დაგვიბრუნდება.

„რატომ არ დავაყენე სანდრო ძირითადში ? ასეთი დატვირთული გრაფიკის ფონზე როტაცია აუცილებელია, დღეს კი დასვენების დრო ტონალის მოუვიდა.

„არის თუ არა ეს გადამწყვეტი მატჩი ? ლივერპულთან მარცხის შემდეგ, პირველი ქულების მოპოვება ძალიან მნიშნელოვანია, მაგრამ ეს ჯერ გადამწყვეტი თამაში არ არის.“