Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ დონარუმა გამორჩეული პროფესიონალია…“

სტეფანო პიოლიმ საკუთარ მომავალზე და მილანის გეგმებზე ისაუბრა.

„ჩემი კონტრაქტი ? ეს ახლა მნიშვნელოვანი არ არის, მე მილანთან კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონი მაკავშირებს და ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს.

„ახლა მთავარი არა ჩემი კონტრაქტის გახანგრძლივება, არამედ გუნდის შემადგენლობის გაძლიერებაა.

„მძინარე მზეთუნახავი ძალიან მალე გაიღვიძებს და ის სახლში დაბრუნდება ისე, როგორც მას ეკადრება.

„ატალანტასთან მატჩის წინ მე ბიჭებს ვკითხე, სურდათ თუ არა მათ კვლავ რიო ავეს წინააღმდეგ თამაში, თუ მომდევნ სეზონიდან ჩვენს მეტოქეებად მანჩესტერ სიტის, ბაიერნს და პსჟ-ს ისურვებდნენ.

„ჩვენ მეოთხე ნომრად ვართ განთესილები, რაც იტალიის ვიცე-ჩემპიონისთვის უჩვეულოა, მაგრამ სირთულეები გუნდს ზრდაში დაეხმარება.

„სკუდეტო ? ახლა ჩვენი ამოცანა შემადგენლობის გაძლიერება და ენთუზიაზმის შენარჩუნებაა.

„დონარუმა ? ის გამორჩეული პროფესიონალია, რომელიც მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა და გუნდისთვის ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებდა. სამწუხაროდ შეთანხმება ვერ მოხერხდა და ჩვენ ერთმანეთს მადლობა გადავუხადეთ და  დავემშვიდობეთ, თუმცა ჩვენს შორის კარგი ურთიერთობაა.“