Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიოლი:“ დღევანდელი გამარჯვება ქომაგებს ეძღვნება“

სტეფანო პიოლიმ კალიარის 4 – 1 დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ქომაგებისგან წამოსული სითბო და ენთუზიაზმი ჩვენ ენერგიას და მოტივაციას გვმატებდა, რის გამოც მთელი მატჩი მაღალ ტემპში ვახერხებდით თამაშს და სწორედ ამიტომ, ეს გამარჯვება ჩვენს ქომაგებს ეძღვნებათ, რომლებიც პანდემიის დროსაც კი თავიანთ ხმას ყოველთვის გვაგონებდნენ.

„ტონალი და ლეაო ? სეზონისთვის მოსამზადებელი პერიოდის დაწყების დღიდან მე ვნახე, რომ სანდრო, ლეაო და რადე სულ სხვა მოტივაციით ვარჯიშობდნენ, ისინი ახლა უფრო დაღვინებული ფეხბურთელები არიან და გამოწვევებისთვის მზად გახლავან.

„ჟირუ და იბრა ერთად ? მე ახალი იდეებისთვის მზად ვარ. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ თითოეული მატჩის წინ იმ მომენტისთვის საუკეთესო თერთმეტეული გამოვიყვანოთ. როდესაც მოედანზე 2 ფორვარდი დაგვჭირდება, მათ ერთად აუცილებლად დავაყენებ. მთავარი არის ის, რომ ყველა ჯანმრთელი იყოს.

„ჩემპიონთა ლიგა ? წინ ჩვენ ძალიან რთული, მაგრამ ამავდროულად შესანიშნავი თავგადასავალი გველოდება, რომელიც სანაკრებო პაუზის შემდეგ იწყება. ლივერპული, იუვენტუსი, ატალანტა და სხვა ძლიერი მეტოქეები, რომელთა წინააღმდეგ ჩვენ 100 პროცენტით მზად უდნა ვიყოთ.

„თუ ჩვენ წარმატების მიღწევა გვსურს, ნებისმიერ მეტოქესთან ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და გუნდის თითოეულ ფეხბურთელს ისე უნდა მივუდგეთ, როგორც ძირითადის წევრს. შესაძლოა რამდენიმე ფეხბურთელი კიდევ დაგვემატოს და ეს ძალიან კარგი იქნება, რადგან წინ რთული სეზონია, 11 ფეხბურთელით კი ფონს ვერ გავალთ.

„ჩემპიონთა ლიგაზე რთული ჯგუფი შეგვხვდა, რადგან ერთ-ერთმა მეტოქემ ჩემპიონთა ლიგა 2 წლის წინ მოიგო, მეორე ლა ლიგის ჩემპიონია, პორტუმ კი გასულ სეზონში გათამაშებას იუვენტუსი გამოთიშა. ჩვენ მატჩებისგან სიამოვნებას მივიღებთ და მოედანზე მაქსიმუმს გავაკეთებთ.

„მილანი ლამაზი, სანახაობრივი ფეხბურთის თამაშს და სიამოვნების მიღებას ნელ-ნელა ეჩვევა, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ დიდ გუნდებს შეუხედავი ფეხბურთითაც შეუძლია გამარჯვება.“